სამოდელო და ინტეგრირებული გაკვეთილები



        


 გაკვეთილის გეგმა (ხელოვნება,  ისტ)

გაკვეთილის თემა

იაკობ ნიკოლაძე
სწავლების
I-საფეხური      V –კლასი
მასწავლებელ
ხელოვნება–ირინა სოსელია

ისტ–მანანა ლოგუა

მოსწავლეთა  რაოდენობა

9
გაკვეთილის სასწავლო მიზნები საგნების მიხედვით
მოსწავლეს გავაცნოთ დიდი ქართველი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის შემოქმედება, გამოვუმუშავოთ ხელოვნების ნაწარმოებში ისტორიული პირების ამოცნობის უნარი; ასევე, იმ ისტორიული მოვლენის ამოცნობის უნარი, რომელმაც შთააგონა შემოქმედს კონკრეტული ნაწარმოები. მოსწავლეს გამოვუმუშავოთ ხელოვნების ნიმუშებზე და კონკრეტულ ქართველ შემოქმედზე ინფორმაციის მოძიების და კლასის წინაშე წარდგენის უნარ–ჩვევა.
მუშაობა საოფისე პროგრამაში -(Word. , Power Point) .
ისტ––––ინტერნეტის   საძიებო სისტემის   Googleგამოყენება, ინფორმაციის მოძიება, გადმოწერა და ამ ინფორმაციის შენახვა.

ესგით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები საგნების მიხედვით
ს.გ.V.5. ქმნის/ აფორმებს სასკოლო სტენდს
ს.გ. V.11. ამოიცნობს ისტორიულ ან ლიტერატურულ პერსონაჟებსა და ისტორიულ მოვლენებს ხელოვნების ნიმუშებში
ს.გ. V.12 მოიძიებს ინფორმაციას რამდენიმე ცნობილი ქართველი მხატვრის , მოქანდაკის შესახებ და წარმოადგენს კლასის წინაშე
ს.გ. V.13.აგროვებს და აცნობს თანაკლასელებს ინფორმაციას ცნობილი ხელოვანის  შემოქმედებაზე და მსჯელობს მის მნიშვნელობაზე

აქტივობა და დროის ორგანიზება
1. მასწავლებლის საუბარი –5წთ.
2. კითხვა პასუხი და ინფორმაციის მიწოდება_ 10 წთ
3.კონკრეტული ნიმუშის აღწერა–10წთ
4.მოსწავლის პრეზენტაცია-10წთ
5. სტენდის შექმნა -10 წ

კლასის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური, წყვილებში
სასწავლო მასალა და რესურსები
სახელმძვანელო, სამუშაო რვეული, ფორმატი სტენდისთვის მარკერები,კომპიუტერები, კომპიუტერული პროგრამა ( MS Word, Power Point) .

შეფასების საგანი და პროცედურები
ხელოვნების ნაწარმოებში ისტორიული პირის ამოცნობა, კონკრეტულ შემოქმედზე და მის ნამუშევრებზე ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება




                                         ანგარიში - ,, იაკობ ნიკოლაძე“

ანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების შესახებ
გაკვეთილის  ჩატარების დღე:

სკოლა           ჩხორიის საჯარო სკოლა                                  კლასი  V

მასწავლებელი   ირინა სოსელია                           საგანი  სახვითი ხელოვნება
ძირითადი თემა/საკითხი
იაკობ ნოკოლაძე მსოფლიო დონის მოქანდაკე
მისაღწევი შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით
ს.გ.V.5     ს.გ.V.11       ს.გ.V.12. ს.გ.V13.
საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები
მუშაობა ინდივიდუალურად, ინტეგრირება ქარტულთან, ისტ–თან
ძირითადი სასწავლო რესურსები
ფ    ფორმატის ქაღალდი  სტენდისთვის,  წებო, მაკრატელი,სახელმძვანელო, სამუშაო რვეული, ფორმატი სტენდისთვის მარკერები,კომპიუტერი, კომპიუტერული პროგრამა ( MS Word, Power Point) .
გაკვეთილის შედეგები
რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგებს
მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო მასალები ცნობილი მოქანდაკის ბიოგრაფიაზე და შემოქმედებაზე,  მასწავლებლის დახმარებით შექმნეს სტენდი
უფრო მეტად რომელი შედეგების მიღწევით ხართ კმაყოფილი
 მოსწავლეებმა გამოავლინეს ხელოვნების ნიმუშებზე დაკვირვების, მსჯელობის, ინფორმაციის მოძიების, კლასისის წინასე წარდგენის, პრეზენტაციის უნარი
რა გავლენა იქონია გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურ სწავლაზე
მოსწავლეებისთვის სახალისო იყო, სტენდის გაფორმება , პრეზენტაცია სლაიდების ჩვენებით
რა გავლენა იქონია გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა მოსწავლეთა პროდუქტიულ ინტერაქციაზე
მოსწავლეები ინტერესით ეკიდებოდნენ ერთმანეთის ნამუშევრების როგორც წარმოდგენას, ასევე შეფასებას
რაზე მეტყველებს მოსწავლეთა ნამუშევრები


მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს, მაქსიმალურად ხარისხიანად შეასრულეს იგი და წარმოადგინეს კლასის წინაშე.
რა აითვისეს მოსწავლეებმა



გა. ხელოვნების ნაწარმოებში ისტორიული პირების ამოცნობის უნარი; ასევე, იმ ისტორიული მოვლენის ამოცნობის უნარი, რომელმაც შთააგონა შემოქმედს კონკრეტული ნაწარმოები. ხელოვნების ნიმუშებზე და კონკრეტულ ქართველ შემოქმედზე ინფორმაციის მოძიების და კლასის წინაშე წარდგენის უნარ–ჩვევა.
უფრო მეტად რომელი უნარების განვითარება ან გავარჯიშება იკვეთება
ცოდნის გამოყენების, შემოქმედებითი აზროვნების,  სამუშაოს დროში განაწილების, წარმოსახვითი აზროვნების
თქვენ რა გამოგივიდათ ყველაზე უკეთ
მოსწავლეებისათვის სწორი ინსტრუქციების მიცემა
რა სტრატეგიით დააინტერესეთ და ჩართეთ მოსწავლეები
სტენდის გაფორმებით, სტენდზე წარმოდგენილი ნამუშევრების პრეზენტაციით
როგორ შეიცვალა გაკვეთილის სამოქმედო გეგმა მსვლელობის პროცესში და რატომ
არ შეცვლილა
ამავე გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში რას შეცვლიდით
მეტ დროს დავუთმობდი თვითშეფასებას
როგორ გააუმჯობესებდით საკლასო გარემოს, სასწავლო აქტივობებს, სტრატეგიებს/მეთოდებს, ინსტრუქციებს, მოსწავლეთა დაჯგუფებას, სასწავლო რესურსებს, მოსწავლეთა შეფასებას და სხვა
მეტ დროს დავუთმობდი თვითშეფასებას და შეფასებას






                                                                                         ირინა სოსელია


                                                                                   5 თებერვალი 2013  წ.




ი.ნიკოლაძე from irinagusha


                          გაკვეთილის გეგმა ხელოვნებაში

                          კალეს მოქალაქეები

                       გაკვეთილის გეგმა ქიმიაში

მასწავლებლის სახელი, გვარი- ირინა სოსელია
გაკვეთილის ტიპი: ინოვაციური
საგანი:  ქიმია
კლასი:- XI კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  7 . კლასში სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის თემა:  ეთილენის მოლეკულის აღნაგობა
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლემ
  1. Ø ნაერთების ქიმიური ფორმულის მიხედვით შეადგ  ელექტრონულ და სტრუქტურულ ფორმულებ და  დაახასიათ  მასში არსებულ ბმებ;
  2. Ø  შეადაროსნაჯერ და უჯერ ბმებ, იმსჯელოს უჯერი ბმების წარმოქმნის მექანიზმზე.
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/
მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო
რესურსები
დრო (წთ)
1
მასწავლებელი მოსწავლეებს საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint-ში მომზადებული მასალის გამოყენებით აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების რუბრიკებს.
ვერბალური,
დემონსტრირება.
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი, საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint
2
2

წინარე ცოდნის გააქტიურება:
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს წინარე ცოდნის საფუძველზე იმსჯელონ:
1)ნაჯერი ნახშირწყალბადების აღნაგობაზე
2)
შედგენილობაზე
3) ქიმიური ბმის ბუნებაზე
·         რომელ  ნახშირწყალბადებს
ეწოდება  ალკანები?
·         როგორ ჩაიწერება ალკანების ზოგადი ფორმულა?
·         ჰიბრიდიზაციის რომელ სახეს ვხვდებით ალკანებში?
·         როგორ გამოისახება ეთანის სტუქტურული ფორმულა?



კითხვა-პასუხი
მთელი კლასი

5
3

არსებითი კითხვის დასმა:
წინარე ცოდნის გააქტიურების შემდეგ
მასწავლებელი სვამს კითხვას.
რა მოხდება თუ ეთანის მოლეკულაში  ნაშირბადის ატომებს ჩამოვაშორებთ თითო წყალბადის  ატომს? მასწავლებელი
მოისმენს მოსწავლეთა მოსაზრებებს.
საკვლევი შეკითხვის დასმა-სამეცნიერო პრაქტიკა
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი, საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint
2
4
ინტერაქტიური მინი-ლექცია.
პროგრამა power point გამოყენებით მონიტორზე სლაიდები ჩვენებით აწის ახალ ინფომაციას ეთილენის მოლეკულაში p– ბმის წარმოქმნის მექანიზმის შესახებ. გზადაგზა ახსნა გაანალიზება მოსწავლეების ჩართვით.
მოდელირება,
კითხვა-პასუხი.


მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი,
საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint,

5
5
ახალი ცოდნის კონსტრუირება
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში
მასწავლებელი წყვილებს აწვდის დეტალურ ინსტრუქციას დავალებების შესრულებისა და დროის რეგლამენტის  შესახებ. (მოსწავლეებს   მაგიდაზე დახვდებათ  შეფასების რუბრიკები)
წვილებს ეძლევათ სხვადასხვა დავალებები  დავალებების შესრულება მოითხოვს სხვადასხვა  მეთოდების გამოყენებას).
პირველი გაჩერება
წყვილებს მაგიდაზე დახვდებათ, მოლეკულების მოდელების ასაწყობი ნაკრები და შესასრულებელი სამუშაოს ინსტრუქცია.

წყვილებს ეძლევათ დავალება: 2 ნაჯერი და 2 უჯერი ეთილენის რიგის ნახშირწყალბადის  სტრუქტურული გამოსახულების მიხედვით  ააწყონ  ბურთულღეროვანი მოდელები.

მეორე გაჩერება
II  წყვილი დაჭრილი ბარათების გამოყენებით ადგენს შესაბამისობას  ნაჯერი და უჯერი ნაშირწყალბადების დასახელებას,აღნაგობასა და ბმის ბუნებას შორის. ( დანართი-1)
მესამე გაჩერება
III წყვილი
მოსწავლეები ავსებენ  ვენის დიაგრამას და მსჯელობენ ნაჯერი და უჯერი ნახშირწყალბადების შედგენილობასა და აღნაგობაზე (ეთანისა და ეთენის მაგალითზე) მსგავსება განსხვავებაზე.(დანართი-2)
მეოთხე  გაჩერება
სამივე წყვილი ერთდროულად ასრულებს
შემდეგ დავალებას:
პასუხობენ კითხვებზე როგორი გეომეტრიული აღნაგობა აქვს ეთილენის მოლეკულას და როგორია მოლეკულაში ჰიბრიდიზაციის ტიპი? რატომ არ შეუძლია თავისუფალი როტაცია ნახშირბად ატომებს ეთილენის მოლეკულაში.  პასუხები უნდა ჩაწერონ წინასწარ გამზადებულ ფორმატზე : ,,მმმ“ სტრატეგიის შესაბამისად
(მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეების მუშაობას, თითოეული წყვილის სამუშაოს  შესრულების ხარისხს, საჭიროების შემთხვევაში წყვილებს სათითაოდ უმეორებს ინსტრუქციას, კომენტარით აძლევს მიმართულებას, აწვდის აღწერით უკუკავშირს)















მოდელების შექმნა








იდენტიფიცირება   -ინტერპრეტირება.




შედარება მსგავსება განსხვავების აღმოჩენა






არგუმენტირებული მსჯელობა

მტკიცება
მტკიცებულება
მსჯელობა
წვილები
ბარათები დავალებებით, ინსტრუქცია, შეფასების რუბრიკები,
ფლიპჩარტები, მარკერები.
14
6
ნამუშევრების წარდგენა და შეჯამება.თითოეული წყვილი წარმოადგენს    დავალებას.  საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეები  ამატებენ განსხვავებული სახის ინფორმაციას. (თითოეული წყვილს ნამუშევრის წარსადგენად ეთმობა 3-3 წთ.)
მასწავლებელი წყვილებს აწვდის განმავითარებელ შეფასებას.
პრეზენტაცია
მთელ კლასი
ფლიპჩარტები.
9

8
შეფასება-განმავითარებელი.
მოსწავლეები შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით აკეთებენ თვითშეფასებას. მასწავლებელი კლასს აძლევს საბოლოო შეფასებას.
საუბარი
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკები
4


9
საშინაო დავალება- პარაგრაფის ბოლოს. გვ- 92-93
საუბარი
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
1
10
გასასვლელი ბილეთი
მოსწავლეებს შესავსებად ინდივიდუალურად ურიგდებათ ბარათები. (დანართი-3)
წერითი
ინდივიდუალური
დაბეჭდილი ბარათები
3
                                                                                    


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მისაღწევი შედეგი:   ქიმ. XI.    მოსწავლეს შეუძლია  ორგანული ნაერთების დახასიათება,  მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა
·         ნაერთების ქიმიური ფორმულის მიხედვით  ადგენს  ელექტრონულ და სტრუქტურულ ფორმულებს და  ახასიათებს  მასში არსებულ ბმებს;
·         განასხვავებს ნაჯერ და უჯერ ბმებს, მსჯელობს უჯერი ბმების წარმოქმნის მექანიზმზე და სქემატურად გამოსახავს  σ და π– ბმის წარმოქმნას
·         ადარებს, აკეთებს დასკვნებს, გამოთქვამს ვარაუდს, განსხვავების შემთხვევაში ხსნის მიზეზებს

შეფასება:

Ø  შეფასების ტიპი: განმავითარებელი. განმსაზღვრელი.
Ø  შეფასების მეთოდები: დაკვირვება ჯგუფებზე მთელიგაკვეთილის პროცესში,  პრეზენტაცია, თვითშეფასება.
გაკვეთილის შეფასების სქემა


კრიტერიუმები

დაბალი
საშუალო
კარგი
მაღალი
ნაერთის მოლეკულური ფორმულის მიხედვით ელექტონული და სტრუქტურული ფორმულების შედგენა

ვერ ადგენს მოლეკულური ფორმულის მიხედვით ელექტრონულ და სტრუქტურულ ფორმულას
მასწავლებლის დახმარებით ადგენს მოლეკულური ფორმულის მიხედვით ელექტრონულ და სტრუქტურულ ფორმულას 
უმეტესად სწორად ადგენს მოლეკულური ფორმულის მიხედვით ელექტრონულ და სტრუქტურულ ფორმულას
ყოველთვის სწორად ადგენს მოლეკულური ფორმულის მიხედვით ელექტრონულ და სტრუქტურულ ფორმულას
ნაჯერი და უჯერი ბმის წარმოქმნის მექანიზმზე მსჯელობა
ვერ მსჯელობს ნაჯერი და უჯერი ბმების წარმოქმნის მექნიზმზე
მსჯელობს ნაჯერი და უჯერი ბმების წარმოქმნის მექნიზმზე მაგრამ უშვებს შეცდომებს
უმეტესად  სწორად მსჯელობს ნაჯერი და უჯერი ბმების წარმოქმნის მექნიზმზე
სწორად  მსჯელობს ნაჯერი და უჯერი ბმების წარმოქმნის მექნიზმზე
ნაჯერი და უჯერი ნახშირწყალბადებში ბმების შედარება და სათანადო დასკვნის გაკეთება
ვერ ადარებს ნახშირწყალბადებში ნაჯერ და უჯერ ბმებს და ვერ აკეთებს სათანადო დასკვნას
ადარებს ნახშირწყალბადებში ნაჯერ და უჯერ ბმებს მაგრამ უჭირს დასკვნის გაკეთება
უმეტესად ადარებს ნახშირწყალბადებში ნაჯერ და უჯერ ბმებს და აკეთებს სათანადო დასკვნას
სწორად ადარებს ნახშირწყალბადებში ნაჯერ და უჯერ ბმებს და აკეთებს სათანადო დასკვნას


წყვილებში მუშაობის შეფასების სქემა

კრიტერიუმი
ძალიანკარგი
საშუალო  
დაბალი 
წყვილისმიერსამუშაოსმიზნისგააზრება
წყვილმა კარგად გააცნობიერა სამუშაო მიზანი.
წყვილმა გააცნობიერა სამუშაო მიზანი.
წყვილმა სამუშაო მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა.
წყვილის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებულია, ფუნქციები თანაბრად გადანაწილებულია.
სამუშაო ორგანიზებულია, მაგრამ ფუნქციები თანაბრად არაა გადანაწილებული.
სამუშაო არ არის ორგანიზებული. ფუნქციები არაა გადანაწილებული.
ურთიერთქმედებისა და  აზრთა გაზიარების უნარი
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი.
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა  და აზრთა გაზიარების უნარი.
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი.
დროის ლიმიტი
საუკეთესოდიცავენ დროის ლიმიტს.
საკმარისადიცავენდროისლიმიტს.
ვერ იცავენ დროის ლიმიტს.
თანამშრომლობა
წყვილის ორივე წევრიაქტიურია დასამუშაო-ნაყოფიერი.მათ შორის არისპოზიტიური და საქმიანი
ურთიერთობა.
წყვილში არ არის თანაბარი აქტიურობა, ურთიერთობა ძირითადად პოზიტიურია.
წყვილი არ აქტურობს, მათ შორის არ შეინიშნება თანამშრომლობითი გარემო.



პრეზენტაციის შეფასების  რუბრიკა (განმსაზღვრელი)

კრიტერიუმი/სკალა
მიღწევის დონეები

სრულად აკმაყოფილებს
ნაწილობრივ აკმაყოფილებს
ვერ აკმაყოფილებს
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად.
სათქმელს ძირითადად გასაგებად გადმოსცემს.
უჭირს სათქმელის   ნათლად და გასაგებად გადმოცემა.
ინფორმაციის ფლობის უნარი (ადეკვატური კითხვა-პასუხი)
ყველა კითხვას პასუხობს ადეკვატურად
პასუხობს ძირითად კითხვებს
პასუხები არ არის გამართული
არგუმენტირებული მსჯელობა და დასვნის გამოტანა
აკეთებს სრულფასოვან   არგუმენტებით გამყარებულ დასკვნებს.
აკეთებს ძირითად დასკვნებს, მაგრამ მსჯელობას ვერ ამყარებს არგუმენტებით.
მსჯელობა ულოგიკოა, ვერ აკეთებს დასკვნებს.
დროის ლიმიტის დაცვა
იცავს დროის ლიმიტს.
უმნიშვნელოდ გადააცდინა დროს.
ვერ ეტევა განსაზღვრულ დროში.


საპრეზენტაციო მასალა    














გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი- ირინა სოსელია
გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული
საგანი: ქიმია
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო საფეხური- IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 19.სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის თემა: მჟავა წვიმები
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ
·         შეძლოს ტექსტის და ვიდეო მასალის ანალიზის საფუზველზე მჟავა წვიმებით გამოწვეული პრობლემის წარმომქმნელი მიზეზების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების დასახვა.;
·         აღწეროს მჟავა წვიმების მოქმედების შედეგები ორგანიზმებსა და მასალებზე
·         წარმოადგინოს მჟავა წვიმების წარმოქმნის პროცესი სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებებით;.

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/
მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
მასწავლებელი მოსწავლეებს საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint-ში მომზადებული მასალის გამოყენებით აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების რუბრიკებს.
ვერბალური დემონსტრირება
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი, საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint
2 წთ
2
წინარე ცოდნის გააქტიურება
მასწავლებელი კითხვა-პასუხის რეჟიმში ახდენს წინარე ცოდნის გააქტიურებას,   მოსწავლეები უპასუხებენ კითხვებს:
რა არის მჟავა ოქსიდი?
როგორ წარმოიქმნება ჟანგბადიანი მჟავა?
ჩამოვწეროთ მჟავების ქიმიური თვისებები.


კითხვა-პასუხი

მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი, საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint
3 წთ
3
ექსპერიმენტი
სხვადასხვა ხსნარების  Ph-ის განსაზღვრა
კლასი წინასწარ დაყოფილია ოთხ ჯგუფად  მოსწავლეთა  შემთხვევითი შერჩევის  პრინციპით. თითოეულ ჯგუფს ეძლევა ოთხი სხვადასხვა ხსნარი და უნივერსალური ინდიკატორი (Ph- დიაგრამა)  მისი საშუალებით ადგენენ ნივთიერებათა მჟავიანობას. ცდის შედეგები შეაქვთ წინასწარ გამზადებულ ცხრილში.


ჯგუფები

ხსნარები
უნივერსალური ინდიკატორი
Ph-დიაგრამა
ცხრილი შედეგების ჩასაწერად
4 წთ
4
ანიმაციური ვიდეოს ფილმის ჩვენება https://www.youtube.com/watch?v=Y6bSKI_o0y8


ამის შემდეგ მასწავლებელი სვამს არსებით კითხვას - რას გვიქადის მჟავა წვიმა და როგორ გავუმკლავდეთ მას ?




5
5
სხვადასხვა სახის (ვიდეო ფაილი, ტექსტი) მასალის დამუშავება.
  მასწავლებელი ჯგუფებს აწვდის ინსტრუქციას დავალებების შესრულებისა და დროის რეგლამენტის  შესახებ. (მოსწავლეებს   მაგიდაზეც დახვდებათ ინსტრუქცია შესასრულებელი დავალების შესახებ.

I ჯგუფი- ქიმიკოსები  განიხილავენ მაჟავა წვიმებს ქიმიური თვალსაზრისით
II ჯგუფი-ბიოლოგებიგანიხილავენ მჟავა წვიმების უარყოფით ზეგავლენას ლოკალურ ეკოსისტემაზე
III ჯგუფი - ექიმები ისაუბრებენ მჟავა წვიმების მოქმედებით გამოწვეულ დაავადებებზე
IV ჯგუფი  - გეოგრაფები  განიხილავენ მჟავა წვიმებით გამოწვეული პრობლემების პლანეტარულ ხასიათზე.

თითოეული ჯგუფი მუშაობს ერთი დაიგივე ბეჭდურ მასალაზე, რომელიც მოიცავს, როგორც ტექსტის ასევე ფოტო მასალების სახით წარმოდგენილ ინფორმაციას. 
  შემდეგ ახდენენ სხვადასხვა ფორმატით (ვიდეო+ტექსტი)მიღებული ინფორმაციების გაერთიანებას , პრობლემის წარმომქმნელი მიზეზების იდენტიფიცირებას და გადაჭრის შესაძლო გზების ძიებას. თითოეული ჯგუფი მუშაობს ფლიფჩარტზე და ნამუშევრებს წარმოადგენენ სხვადასხვა გამომსახველობითი საუალებებით („პრობლემის ხე,“ნახატები, რეაქციათა სქემები).




ინსტრუქტაჟი


















ინფორმაციის შეფასება და გაზიარება-სამეცნიერო პრაქტიკა



მთელი კლასი















ჯგუფები



ბეჭდური მასალა
ბარათები ინსტრუქციით,












ბეჭდური მასალა თემაზე:
,,მჟავა წვიმები“

ფლიფჩარტები
მარკერები
14 წთ



























5
ნამუშევრების წარდგენა და შეჯამება.თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას.  (3-3 წთ).
პრეზენტაცია.

 ჯგუფები

12 წთ
6
შეფასება-განმავითარებელი.
მოსწავლეები შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით კომენტარებით აფასებენ ერთმანეთს.
მასწავლებელი აკეთებს საბოლოო განმავითარებელ შეფასებას.
საუბარი
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკები
4 წთ
7
საშინაო დავალება:

ინსტრუქტაჟი
მთელი კლასი

1 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ქიმ.IX.7.მოსწავლესშეუძლიაგარემოზე  დაკვირვებადამოპოვებულიმონაცემების  ქიმიისთვალსაზრისით  შეფასება
ინდიკატორები
·         იყენებს მჟავების, ფუძეებისა  და ნეიტრალიზაციის შესახებ მიღებულ ცოდნას და დასახავს გეგმას ნიადაგების მჟავიანობის შესამცირებლად/გასაზრდელად;
·         წარმოადგენს მჟავა წვიმების წარმოქმნის პროცესს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებებით (ნახატი, დიაგრამა, რეაქციის სქემები);
·         აღწერს მჟავა წვიმების მოქმედების უარყოფით შედეგებს ორგანიზმებსა და მასალებზე და სახავს მჟავა წვიმების გამომწვევი ოქსიდების გამოყოფის შემცირების გზებს;

შეფასება:
v   შეფასების ტიპი: განმავითარებელი.
v   შეფასების მეთოდები: დაკვირვება ჯგუფებზე მთელიგაკვეთილის პროცესში, კითხვა -პასუხი, პრეზენტაცია (ურთიერთშეფასება).


შეფასება - შეფასების რუბრიკა შესაბამისი აქტივობების მიხედვით (განმავითარებელი)

კრიტერიუმი/სკალა
მიღწევის დონეები
ვერ აკმაყოფილებს
ნაწილობრივ აკმაყოფილებს
სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს
ექსპერიმენტის ჩატარება მჟავიანობის დადგენა
ატარებს ექსპერიმენტს, მაგრამ უჭირს დასკვნის გაკეთება
ატარებს ექსპერიმენტს, მაგრამ დასკვნის გამოტანისას უშვებს შეცდომებს
სრულყოფილად ატარებს ექსპერიმენტს და აკეთებს სწორ დასკვნას
მჟავა წვიმების მოქმედების შედეგების აღწერა


ვერ ახერხებს მჟავა წვიმების მოქმედების შედეგების აღწერას

უშვებს შეცდომებს მჟავა წვიმების მოქმედების შედეგების აღწერაში

სრულყოფილად ახდენს მჟავა წვიმების მოქმედების შედეგებისაღწერას
მჟავა წვიმების გამომწვევი ოქსიდების გამოყოფის შემცირების გზების დასახვა
ვერ ახერხებს  მჟავა წვიმების გამომწვევი ოქსიდების გამოყოფის შემცირების გზების დასახვას
ნაწილობრივ ახერხებს მჟავა წვიმების გამომწვევი ოქსიდების გამოყოფის შემცირების გზების დასახვას
სრულყოფილადახერხებს მჟავა წვიმების გამომწვევი ოქსიდების გამოყოფის შემცირების გზების დასახვას


კრიტერიუმები
მიღწევის დონეები

ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ჯგუფის წევრები ინაწილებენ ფუნქციებს და ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში
უმეტესობა ჩართულია მუშაობაში
რამდენიმე  წევრი მუშაობს დანარჩენი არ არის ჩართული
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ცდილობენ მოუსმინონ ერთმანეთს,  ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს.
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს და არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს.
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
ზუსტად ვერ მიყვებიან  ინსტრუქციას

დროის ლიმიტის დაცვა
დაიცვეს დროის ლიმიტი
უმნიშვნელოდ გადააცდინეს დროს
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში.

ჯგუფის მუშაობის შეფასების რუბრიკა (განმავითარებელი)



პრეზენტაციის შეფასების  რუბრიკა (განმავითარებელი)

კრიტერიუმი/სკალა
მიღწევის დონეები

სრულად აკმაყოფილებს
ნაწილობრივ აკმაყოფილებს
ვერ აკმაყოფილებს
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად.
სათქმელს ძირითადად გასაგებად გადმოსცემს.
უჭირს სათქმელის   ნათლად და გასაგებად გადმოცემა.
ინფორმაციის ფლობის უნარი (ადეკვატური კითხვა-პასუხი)
ყველა კითხვას პასუხობს ადეკვატურად
პასუხობს ძირითად კითხვებს
პასუხები არ არის გამართული
არგუმენტირებული მსჯელობა და დასკვნის გამოტანა
აკეთებს სრულფასოვან   არგუმენტებით გამყარებულ დასკვნებს.
აკეთებს ძირითად დასკვნებს, მაგრამ მსჯელობას ვერ ამყარებს არგუმენტებით.
მსჯელობა ულოგიკოა, ვერ აკეთებს დასკვნებს.
დროის ლიმიტის დაცვა
იცავს დროის ლიმიტს.
უმნიშვნელოდ გადააცდინა დროს.
ვერ ეტევა განსაზღვრულ დროში.
















  
                                                                                  

                                                             გაკვეთილის გეგმა



მასწავლებელი: ირინა სოსელია


საგანი: ქიმია
 კლასი:  VIII

თემა: ,,როგორ ვიყენებ ელემენტის ვალენტობას ნაცნობ ნივთიერებათა ფორმულების ჩასაწერად’’
 დრო:---45--წუთი

მოსწავლეთა პროფილი:  21 მოსწავლე 
განსაკუთრებელი საჭიროებების მქონე მოსწავლე:  არ არის

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე განსაზღვრავს  ვალენტობის ცნებას ,   პრაქტიკულად გამოიყენებს მას   ფორმულების ჩასაწერად და გაიაზრებს ვალენტობის  ცოდნის ღირებულებას .

ეროვნული საწავლო გეგმის სტანდარტი:
ქიმ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია ვალენტობის მიხედვით მარტივი ფორმულების
შედგენა და ნივთიერებათა მასის მუდმივობის კანონის გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე: 
1.      ადეკვატურად იყენებს ქიმიური ელემენტების სიმბოლოებსა და ატომთა ვალენტობას მისთვის ცნობილი მარტივი და რთული ნივთიერებების ფორმულების შესადგენად

2.    ბინალურ ნერთებში განსაზღვრავს ელემენტის ვალენტობას თუ ცნობილია ერთ-ერთი
        ელემენტის ვალენტობა.

საჭირო წინარე ცოდნა: მოსწავლეს  მსჯელობს  ვალენტობის ცნების შესახებ,  ელემენტების ვალენტობათა ცხილის გამოყენებით განასხვავებს მუდმივ და ცვალებადვალენტიან ელემენტებს, ამზადებს H2 O, HCL, NH3,CH4-ის გრაფიკული ფორმულების შესაბამის ბურთლ- ღეროვან მოდელებს

შეფასება და თვითშეფასება: გამოვიყენებ წინასწარ მომზადებულ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკას.
სასწავლო მასალა და რესურსები:   ტექსტი, ვალენტობის ცხრილი, ინტერნეტრესურსიქიმია და მუსიკა , (https://www.youtube.com/watch?v=f_lLpJnQYCo) მოლეკულური მოდელი (ასაწყობი), მოსწავლეთა მიერ წინა გაკვეთილზე დამზადებული მოლეკულური მოდელები, დაფა, ცარცი, მასწავლებლის მიერ გამზადებული შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები


აქტივობა#1 (15წთ) წინარე ცოდნის აქტივიზება


1.    გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა შესასვლელი ბილეთების
                        გადაცემა

გაკვეთილის დასაწისში მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს შესასვლელ ბილეთებს და გააცნობს მათ გაკვეთილის თემას და მიზანს.
     მოსწავლის სახელი და გვარი:



გაკვეთილის თემა: ,,როგორ ვიყენებ ელემენტის ვალენტობას ნაცნობ ნივთიერებათა ფორმულების ჩასაწერად?

მიზანი: მოსწავლე პრაქტიკულად გამოიყენებს ქიმიური ელმნტების სიმბოლოებს და ატომთა ვალენტობას, მისთვის ცნობილი რთული ნივთიერებების ფორმულების შესადგენად, ფორმულების მიხედვით განსაზღვრავს ელემენტის ვალენტობას თუ ცნობილია ერთ-ერთი ელემენტის ვალენტობა.
რა არის უკვე ცნობილი ჩემთვის ამ საკითხთან დაკავშირებით:







ძირითადი ტერმინები:


ერთი კითხვა, რომელსაც მინდა, რომ პასუხი გაეცეს:



რა მიზანი მაქვს მე ამ გაკვეთლზე?

რამდენად დარწმუნებული ვარ ჩემს ცოდნაში ამ საკითხთან დაკავშირებით:

                                        
                                                 
                                             



1.      მოსწავლე განსაზღვრავს ვალენტობის ცნებას
2.      ვალენტობის ცხრილის  გამოყენებით ასხვავებს მუდმივ და ცვალებადვალენტიან ელემენტებს
3.      ადგენს ბინალური ნაერთების  HCL, H2O, NH3, CH4 გრაფიკულ ფორმულებს
4.      ასაწყობი მოლეკულური მოდელების გამოყენებით ამზადებს მოცემული ნივთიე
რებების მოდელებს და მსჯელობს ატომთა დამაკავშირებელი ძალის, როგორ ვალენტობის შესახებ
        5.  სიტუაციური ამოცანა "წყალბადის მცველები" :ქიმიური ელემენტების სასახლეს
წყალბადატომების მცველები იცავდნენ. ერთ ღამეს სასახლიდან 5 ჟანგბადატომი
გაიპარა. რამდენი წყალბადატომი შეძლებდა მათ "დაკავებას"?


აქტივობა #2 (15 წთ.)  ახალი ცოდნის კონსტრიურება

1.      მოსწავლეებს ვაჩვენებ ვიდეოს ქიმია და მუსიკადა ვაძლევ დავალებას:
                     ყურადღებით მოუსმინონ, გადმოწერონ მოცემულ ნივთიერებათა 
                     ფორმულებში (FeS, FeCL2, MgO)  მიუთითონ თითოეული ელემენტის  
                     ვალენტობა. და ბოლოს მოსწავლეებს ვთხოვ შეადგინონ ფოსფორის
                     ჟანგბადნაერთის ფორმულა
               2.  მოსწავლეებს ვაწვდი ქიმიური ფორმულების შედგენის ალგორითმს
               3.  ალგორითმის მიხედვით ასრულებენ მოქმედებათა თანმიმდევრობას:
Ø  ქიმიურ სიმბოლოებს აწერენ შესაბამის ვალენტობას
Ø  ანგარიშობენ ვალენტობის შესაბამისი რიცხვების უმცირეს საერთო ჯერადს
Ø  უსჯ-ს გაყოფით ვალენტობაზე ღებულობენ რიცხვს რომელიც ინდექსის სახით მიეწერება ქიმიურ სიმბოლოებს ფორმულაში.
 5.  მოსწავლეები მსჯელობენ და აკეთებენ დასკვნას: ბინალურ ნაერთში
         ერთი ელემენტის ყველა ატომის ვალენტობის ერთეულთა ჯამი ტოლია მეორე                 
          ელემენტის ყველა ატომის ვალენტობის ერთეულთა ჯამისა.

აქტივობა # 3 (10 წთ) მიღებული ცოდნის განმტკიცება

1.      მოსწავლე ადგენს ერთვალენტიანი, ორვალენტიანი და სამვალენტიანი
                           ელემენტების ოქსიდების ფორმულებს.
2.      მოცემული ფორმულის მიხედვით განსაზღვრავს ერთერთი ელემენტის ვალენტობას თუ ცნობილია მეორეს ვალენტობა

მოსწავლეები მუშაობენ ჯუფებში.
ამოცანა: ,,ოქსიდების ნაძვისხე“
 4-ერთვალენტიანი ელემენტის ოქსიდის ფორმულის შედგენა
 3-ორვალენტიანი  ელემენტის ოქსიდის ფორმულის შედგენა
 2-სამლენტიანი  ელემენტის ოქსიდის ფორმულის შედგენა
 1-ოთხვალენტიანი ელემენტის ოქსიდის ფორმულის შედგენა
3.      საშინაო დავალება: დაწერეთ მოკლე
ესსე ,, რაში დამეხმარა ვალენტობის ცოდნა?"
                    
                          
                    

 ბოლოს მოსწავლეები შეავსებენ გასასვლელ ბილეთებს (5წთ)
მათ შეხედულებებს გავითვალისწინებ მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვაში


  გასასვლელი ბილეთი                                            თარიღი:_______________________

დაასრულეთ ქვემოთ მოცემული წინადადებები:

დღევანდელი გაკვეთილიდან

1.      ჩემთვის სიახლეს წარმოადგენდა.......
____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
2.    ჩემთვის საინტერესო იყო...
­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
3.        ჩემთვის ბუნდოვანი დარჩა....
_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________


გაკვეთილის დასრულების შემდეგ გადავხედავ მოსწავლეთა შესასვლელი და გასავლელი ბილეთების პასუხებს, რაც დამეხმარება მოსწალეთა საჭიროებების დადგენაში. გავითვალიწინებ მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვაში

                    



                           მოსწავლის შეფასების რუბრიკა 

კრიტერიუმი
არადამაკმაყოფილებელი
           (1 ქულა)
დამაკმაყოფილებელი           (2 ქულა)

კარგი         
 (3 ქულა)

ძალიან კარგი
    (4 ქულა)
აქტივობა #1
მოსწავლე განსაზღვრავს ვალენტობის ცნებას იყენებს ფორმულების შესადგენად

აღწერს ვალენტობას, მაგრამ ვერ იყენებს ფორმულების შესადგენად
აღწერს ვალენტობას, იყენებს მარტივი ნივთიერებების,მაგრამ ვერ იყენებს რთული
ნივთიერებების ფორმულების შესადგენად
აღწერს ვალენტობას, ცდილობს გამოიყენოს ფორმულების შესადგენად,მაგრამ ზოგჯერ
უშვებს შეცდომებს
აღწერს ვალენტობას, ადეკვატურადიყენებს ფორმულების შესადგენად
























1 comment: